Tuesday, June 12, 2012

ოსკარი

ნომინანტები

საუკეთესო სურათი


საუკეთესო რეჟისორი

ოსკარის 84-ე დაჯილდოება - ვიკიპედია

                                                                                                                                         
 ოსკარის 84-ე დაჯილდოების ცერემონია - საუკეთესო ფილმებისა და კინოხელოვანების რიგით 84-ე დაჯილდოება კინემატოგრაფიულ ხელოვნებათა და მეცნიერებათა აკადემიის პრემიით. ცერემონია გაიმართება2012 წლის 26 თებერვალს კოდაკის თეატრშილოს ანჯელესის უბანჰოლივუდში და მასში მონაწილეობას მიიღებენ 2011 წელს გამოსული ფილმები. ოსკარის დაჯილდოებას აშშ-ში გადასცემს ABC. შოუს მასპინძელიაბილი კრისტალი. ყველაზე მეტი, 11 ნომინაცია ამ დაჯილდოებაზე აქვსმარტინ სკორსეზეს ფილმს „ჰიუგო“.

    

Monday, June 11, 2012

ძირითადი ჯილდოები



საუკეთესო სურათი · საუკეთესო რეჟისორი · საუკეთესო მსახიობი მამაკაცი · საუკეთესო მსახიობი ქალი · საუკეთესო ადაპტირებული სცენარი · საუკეთესო ორიგინალური სცენარი · საუკეთესო მსახიობი კაცისთვის მეორეხარისხოვან როლში · საუკეთესო მსახიობი ქალისთვის მეორეხარისხოვან როლში · საუკეთესო ანიმაციური ფილმი · საუკეთესო მხატვრული გაფორმება · საუკეთესო ოპერატურა · საუკეთესო კოსტუმების დიზაინი · საუკეთესო დოკუმენტური ფილმი · საუკეთესო მოკლემეტრაჟიანი დოკუმენტური ფილმი · საუკეთესო მონტაჟი · საუკეთესო უცხოენოვანი ფილმი · საუკეთესო გრიმი · საუკეთესო ორიგინალური საუნდტრეკი · საუკეთესო ორიგინალური სიმღერა · საუკეთესო მოკლემეტრაჟიანი ანიმაციური ფილმი · საუკეთესო მოკლემეტრაჟიანი ფილმი · საუკეთესო ხმის შერევა · საუკეთესო ხმის მონტაჟი · საუკეთესო ვიზუალური ეფექტები

ყველაზე უღირსი ოსკაროსანი ფილმები

ველაზე პრესტიჟული პრემიის, ოსკარის ირგვლივ ყოველთვის არის მითქმა-მოთქმა, რასაც თან ახლავს სკანდალური სიტუაციები და სტატიები. ნებისმიერი დაჯილდოვების შემდეგ ჩნდება აზრი იმის შესახებ, რომ ამა თუ იმ ფილმს, მსახიობსა თუ რეჟისორს ჯილდო დაუმსახურებლად გადასცეს და ა.შ. წლის ახალი ლაურიატების არჩევის შემდეგ MSM Movies-ით მოსარგებლეებმა წლევანდელი დაჯილდოების დაცინვის მიზნით გამოაქვეყნეს სია იმ ფილმებისა, რომლებმაც "ოსკარი"დაუმსახურებლად მიიღეს. ყველაზე უღირსი ოსკაროსნების სიაში პირველი სამი "საპატიო" ადგილი შემდეგმა ფილმებმა დაიკავეს: "შეყვარებული შექსპირი", "ჩიკაგო" და "ტიტანიკი".




ოსკარის ისტორია

1929 წლიდან მოყოლებული პრემია გადაეცემა ყოველწლიურად ამერიკის შეერთებულ შტატებში გამოსულ საუკეთესო ფილმებსა და სხვადასხვა კატეგორიაში მოღვაწე კინოხელოვანებს.
ცერემონია ორგანიზებულია პროფესიოული ასოციაციის მიერ, რომლის სახელწოდებაა Academy of Motion Picture Arts and Sciences (კინემატოგრაფიულ ხელოვნებათა და მეცნიერებათა აკადემია).
ერთი ფილმის მიერ აღებული ოსკარების ყველაზე დიდი რაოდენობაა 11. ეს რეკორდი სამმა ფილმმა მოხსნა:
ბენ-ჰური, 1959.
ტიტანიკი, 1997.
ბეჭდების მბრძანებელი: მეფის დაბრუნება, 2003.
თუმცა "ბენ–ჰურის" რეკორდი ფილმმა "ტიტანიკი" მაინც ვერ გაიმეორა, რადგან მთავარი როლის შემსრულებლებს კინოაკადემიის უმაღლესი ჯილდო არ მიუღიათ. იუდა ბენ–ჰურის როლის შემსრულებელმა – ჩარლტონ ჰესტონმა (ასევე მონაწილეობს ფილმში "ათი მცნება".)1959 წელს კინოკრიტიკოსთა გადაწყვეტილებით, ჯეკ ლემონი "ოსკარის" გარეშე დატოვა, რომელმაც არაჩვეულებრივი სახე შექმნა ფილმში "ჯაზში მხოლოდ ქალიშვილები არიან"(რეჟ.:ბილი უაილდერი)(ამ სახელწოდებით იცნობენ ფილმს "სხეულის სიმხურვალე" ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნების მოქალაქეები. იმ დროს ცენზურა ფილმის სახელწოდებაზეც ვრცელდებოდა.)
ქანდაკებამ, რომელსაც ცერემონიალზე გადასცემენ, სახელწოდება მიიღო აკადემიის ერთ-ერთი წევრის, მარგარეტ ჰერიკისაგან, რომელმაც მიიჩნია, რომ იგი ძალიან ჰგავდა ბიძამის ოსკარს. ქანდაკება გაკეთებულია ბრიტანიუმისაგან და მოოქროვილია. მისი დიზაინერია სედრიკ გიბონი.

ოსკარი





ოსკარი — კინემატოგრაფიულ ხელოვნებათა და მეცნიერებათა აკადემიის პრემია (Academy Awards). სახელწოდება ოსკარი აღებულია იმ პატარა ქანდაკებისგან, რომელსაც ლაურეატებს გადასცემენ.